გურია.8 მაისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა
შეხვედრა „საქართველოს შრომის კოდექსში
შესატანი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ". შეხვედრის მიზანს
წარმოადგენდა საქართველოს შრომის კანონში
არსებული ნორმების, ხარვეზების, პრაქტიკისა და ახალი ინიციატივების განხილვა.
დისკუსიაში
მონაწილეობდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე
ირაკლი პეტრიაშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ანალიტიკოსი
გიგი ჩიხლაძე.
შეხვედრაზე
განხილეს როგორც ახალი სამთავრობო ინიციატივა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების
რეკომენდაციები - დასაქმებულსა და
დამსაქმებელს შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის შესახებ. ასე ისაუბრეს საქართველოს
გაერთიანებული პროფკავშირის როლზე, შრომითი ხელშეკრულების მხარეთათვის სამართლიანი
და თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის საქმეში.