თბილისი. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აქვეყნებს ცნობილი მკვლევრის, მიშელ პარლევლიეტი პუბლიკაციას „კონფლიქტების ტრანსფორმაციის გადააზრება ადამიანის უფლებათა პერსპექტივით“ (Rethinking Conflict Transformation from a Human Rights Perspective).
მიმოხილვის მიზანია, ქართველ მკითხველს გავაცნოთ კონფლიქტების წარმოშობის, მათი პრევენციის თუ განვითარების, კონფლიქტების გადაჭრის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობა და შესაძლო პოტენციალი, რაზეც ხშირად კამათობენ კონფლიქტოლოგები და ადამიანის უფლებათა დამცველები. მიშელ პარლევლიეტს კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს აზიის, აფრიკისა და ევროპის კონტინენტებზე. იგი როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი თანამშრომლობს არა ერთ უნივერსიტეტთან და კვლევით ორგანიზაციასთან.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)