თბილისი. „სოციალურ სამართლიანობის ცენტრი“ წარმოგიდგენთ პროფესორ ერლ კონტე-მორგანის სტატიას „მშვიდობის მშენებლობის და უსაფრთხოების კონსტრუქტივისტული ხედვა“.
„სტატია მშვიდობის მშენებლობის პროცესის განსხვავებულ მეთოდს წარმოგვიდგენს. მეთოდს, რომელიც მაქსიმალურად ინკლუზიურია და აქვს პრეტენზია კონფლიქტის მოგვარების ეფექტიანობაზე იმ აზრით, რომ ის უფრო მეტად ორიენტირებულია მდგრად, ხანგძლივ მშვიდობაზე ომით გახლეჩილ საზოგადოებებში. კონტე-მორგანის ტექსტის მოკლე მიმოხილვის მომზადების მიზანია, ქართველ მკითხველს გავაცნოთ კონფლიქტების წარმოშობის, მათი პრევენციის თუ განვითარების, კონფლიქტების გადაჭრის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის, ადგილობრივი თემების კულტურული და სოციალური თავისებურებების მნიშვნელობისა და შესაძლო პოტენციალის შესახებ განსხვავებული მოსაზრება, რის შესახებაც ქართულ პოლიტიკური სივრცეში ფართო მსჯელობა არ გვხდება. ერლ კონტე-მორგანი პროფესორია სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. იგი არის არა ერთი წიგნის და სტატიის ავტორი უსაფრთხოების, კონფლიქტების მოგვარების, სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე სამშვიდობო პროცესების შესახებ“, - სტატიის წინათქმაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)