თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ დავობს ჩხრეკის შედეგად მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტის კონსტიტუციურობის გამო.
„საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 28 ივნისს მიიღო ნორმა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩხრეკის შედეგად მტკიცებულებათა მოპოვების სისტემის დახვეწას და კვლავ შეიცავს პოლიციელთა მხრიდან თვითნებობის რისკებს. ახალი წესის თანახმად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნა, ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებების გარდა, შესაძლოა დადასტურდეს ნებისმიერი სხვა მტკიცებულებით. ამასთან, სხვა მტკიცებულების მოპოვება საჭირო არ არის, თუ ეს ობიექტურად შეუძლებელია. კანონი არ ითვალისწინებს არანაირ ვალდებულებას პოლიციელთა მიერ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)