თბილისი. „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქმეზე „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მოსამართლე მანანა კობახიძის აცილება და მის მიმართ დისციპლუნური წარმოების დაწყება მოითხოვა.
„შუამდგომლობის საფუძველია 2020 წლის 12 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორის წარმოდგენილია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს შორის გამართული საუბრის ჩანაწერის კრებსი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათი საუბრის თემა იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმე - „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციის ფაქტს ადასტურებს პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე, თუმცა უარყოფს კონსულტაციის გაწევას მოსამართლის მხრიდან“, - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)