თბილისი. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კომპანია „ენკას“ მიერ ნამახვანის ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას განცხადებით ეხმაურება.
„ენკას“ მიერ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ საჭიროებს სამთავრობო უწყებების განმარტებას მისი შინაარსის, პირობებისა და ვადების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანის ჰესის პროექტის კაბალური ხელშეკრულება შეწყდება, ეს იქნება მყარი სახალხო პროტესტისა და წინააღმდეგობის წარმატება, რაც უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს შექმნის მომავალში ამ ტიპის მოლაპარაკებების დახურულ კარს მიღმა წარმოების პრაქტიკის შესაცვლელად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)