თბილისი. საინიციატივო ჯგუფი „იპოდრომი-უბეტონო მხარე“ თბილისის მერობის კანდიდატებისთვის საჯარო დისკუსიას აწყობს. დისკუსიის მიზანია, მომავალი მერობის კანდიდატებმა მოსახლეობას, პარკის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, თავიანთი ხედვა გააცნონ, იმსჯელონ იპოდრომის პრობლემასა და ამ პრობლემიდან გამოსავლის ოპტიმალურ გზებზე.
„ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მეთერთმეტე თვეა უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. თბილისის მერიას პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაცია არ მოეპოვება. გარდა ამისა, პროექტმა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ადგილობრივ მოსახლეობასა და იპოდრომის მომხმარებლებს შორის ჩანასახშივე გამოიწვია პროტესტი, ვინაიდან თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ „ცენტრალ პარკის“ ესკიზურ პროექტში სრულიად უგულვებელყოფილია პარკის ისტორია, მისი სოციალური მნიშვნელობა, განსაკუთრებული სპეციფიკა და ბუნებრივი განაშენიანება, უბნისა და ქალაქის საერთო კონტექსტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად მომხმარებელი“, - აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)