თბილისი. დღეს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წარმოადგინა კვლევა - „საზოგადოების დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ“. კვლევის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა საზოგადოების დამოკიდებულება როგორც, ზოგადად, არჩევნებში მონაწილეობის, ისე - საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისა და საარჩევნო დარღვევების მიმართ.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტი ეფუძნება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მონაცემები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეგროვდა. ინტერვიუები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე 3100 ზრდასრულ ადამიანთან ჩატარდა. მონაცემები წარმომადგენლობითია საქართველოს მოსახლეობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში, ჩატარდა ექვსი ფოკუს ჯგუფი სოციალურად მოწყვლად მოსახლეობასთან თბილისიში, ზუგდიდში და სოფელ შილდაში. ასევე, ჩატარდა ექვსი ინტერვიუ საჯარო მოხელეებთან თბილისიდან, ზუგდიდიდან და სოფელ შილდიდან და ოთხი ინტერვიუ ბიზნესების წარმომადგენლებთან თბილისიდან და ზუგდიდიდან.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)