en
ge

გამჭვირვალობა ფინანსთა მინისტრის ბრძანებულების შესახებ

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის" ცნობილი გახდა, რომ 8 მაისს, ფინანსთა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უქმდება ადრე მიღებული რეგულაციები. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამგვარი რეგულაციებით მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მცირე და საშუალო გადამზიდველებს და უპირატეს მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული „საქართველოს ფოსტა". „მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრო აღიარებს, რომ იანვარში მიღებული ეს რეგულაციები გაუმართლებელია, მათი გაუქმება ხდება არა მყისიერად, არამედ – მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან, მაშინ როდესაც ბაზარზე მცირე და საშუალო გადამზიდველები სავარაუდოდ აღარც იარსებებენ", ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიაჩნია, რომ  „ხელმოწერილი ბრძანების 2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესვლა არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების მცდელობას და არის როგორც გადამზიდველების, ისე – საზოგადოების მოტყუება..."
ორგანიზაცია მოვუწოდებს ფინანსთა სამინისტროს მყისიერად გააუქმოს 2013 წლის იანვარში მიღებული ბრძანება და იმოქმედოს მცირე და საშუალო გადამზიდველების ინტერესების დასაცავად.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)