თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), 2021 წლის ივლისიდან ევროპის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის გარშემო გარიგების, კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის საქმეები“.
„ეს პროექტი სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და მედია ორგანიზაცია Investigative Journalists Team “iFact” - ის ერთობლივი ძალისხმევაა. 12 თვის განმავლობაში იურიდიული ექსპერტებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ერთობლივად იმუშავებს და გამოაქვეყნებს ინფორმაციას კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების შესახებ, ასევე სახელმწიფო და ბიზნესის შესაძლო გარიგების სცენარების შესახებ, რომლებიც მოიცავს სახელმწიფო უწყებებს და ნამახვანის ჰესის განმახორციელებელ მხარეებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)