აჭარა.
7 მაისს „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა" რადიოს დღე აჭარის
რადიოში სტუმრობით აღნიშნეს. სადაც ახალგაზრდები გაეცნენ რადიოს მუშაობის სპეციფიკას,
დაათვალიერეს სტუდია, სამონატჟო ოთახები, თვალი მიადევნეს საინფორმაციო გამოშვების
მომზადებას და მის პირდაპირ ეთერში გაშვებას, ასევე გადაცემებში –
„განწყობის გენერატორი" და „ექვსიდან შვიდამდე" ისაუბრეს ცენტრის საქმიანობის შესახებ.
აქტივობა განხორციელა პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში", რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი