თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: „საქართველოს საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა (2021)“.
კვლევის მიგნებების თანახმად:
„2021 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 6 საჯარო დაწესებულებას ჰქონდა სრულყოფილად გამოქვეყნებული ინფორმაცია;
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვთ მთავრობის ადმინისტრაციას (31%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (36%);
ყველაზე პრობლემური საკითხი, კვლავ ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება რჩება“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)