თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემორატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, ფეისბუქზე საარჩევნო პროცესების კვალდაკვალ ორგანიზებულად გააქტიურდნენ ან/და იქმნებიან ანონიმური გვერდები და ყალბი ანგარიშები, რომლებიც დამაზიანებელ ინფორმაციას ათავსებენ და ჯგუფებში კოორდინირებულად ავრცელებენ. ისინი ცდილობენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო ქაოსის შექმნას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.
ორგანიზაციის შეფასებით, კამპანიის მიზანია, ხელოვნურად შექმნას ისეთი ფონი, თითქოს არჩევნებთან დაკავშირებით აბსურდული დეზინფორმაციული ბრალდებები ვრცელდება, და ამით ობიექტური კრიტიკა გადაიფაროს. ამ კამპანიის უკან მდგომი პირები საინფორმაციო ქაოსის შექმნას, ამომრჩეველთა დაბნევასა და კრიტიკული მოსაზრებების დისკრედიტაციას ცდილობენ.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)