გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის თანახმად, ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე COVID-19-მა შეიძლება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქონიოს ზეგავლენა.
„უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 10-19 წლის ასაკის ყოველი 7 მოზარდიდან ერთზე მეტს აქვს მენტალური აშლილობის დიაგნოზი. ყოველწლიურად თითქმის 46,000 მოზარდი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილის ხუთ წამყვან მიზეზს შორისაა. ამ დროს კი მენტალური ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მენტალური ჯანმრთელობის დაფინანსებას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი არსებობს. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სამთავრობო ბიუჯეტების დაახლოებით 2 პროცენტი არის გამოყოფილი მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებისათვის“.
წაიკითხეთ პრეს რელიზი...
წყარო: www.unicef.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)