სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო მონაცემთა ფორუმში.
„ფორუმი მიზნად ისახავდა მონაცემების შეგროვებაზე ცნობიერების ამაღლებას და გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების მნიშვნელობაზე ხაზგასმას.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა გენდერული სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველოს მაგალითზე სექსუალური შევიწროების კანონმდებლობისა და ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო არსებული პრაქტიკების დახვეწას და მონაცემების შეგროვება ბევრად გააუმჯობესა”.
წყარო: ომბუდსმენის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)