სამცხე-ჯავახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ჯავახეთში, ისევე როგორც სხვა მაღალმთიან რეგიონებში, 6 ოქტომბერს თოვლი მოვიდა.
„ნინოწმინდის და ახალქალაქის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი მკაცრ ზამთარს კვლავ გაზის გარეშე, მძიმე პირობებში ხვდება.
ნინოწმინდის 31 სოფლიდან 8 სოფელი, ახალქალაქის 64 სოფლიდან კი 22 სოფელი არ არის გაზიფიცირებული. ამ ბაზისური ინფრასტრუქტურის გარეშე დარჩენილი ოჯახები გასათბობად თხევადი გაზის ბალონებს, უფრო ხშირად კი ე.წ. “ჯავახურ ყალაღს“ (ოთხკუთხედად დაჭრილი გამხმარი ნაკელი) იყენებენ.
ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ცენტრსა და პერიფერიას შორის ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მძიმე ყოფას, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება და არ მსუბუქდება“.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)