en
ge

სამუშაო შეხვედრა ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ სოციალურ მუშაკებთან

იმერეთი.საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ პროექტის – „სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მხარდაჭერა" – ფარგლებში ქუთაისში, წყალტუბოსა და ტყიბულში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის სოციალური მუშაკებისთვის საპილოტე პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება. პროექტი ხორციელდება ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „ადამიანი გაჭირვებაში"  – თანამშრომლობით და ითვალისწინებს სამ ქალაქში 15–23 წლის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების შერჩევასა და შეფასებას, მათგან ყველაზე მეტად მოტივირებულებისა და საჭიროების მქონე ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას. ასევე, ტრენინგსა და სხვადასხვა ჯგუფურ შეხვედრებს თანატოლებთან, სოციალიზაციის ხელშეწყობისა და გააქტიურების მიზნით. პროექტის ფარგლებში, ასოციაციის მონაწილობით დაგეგმილია 10 სუპერვიზიის სესია სოციალური მუშაკებისათვის და ტრენინგი მეურვეობისა და მზურნველობის ადგილობრივი ორგანოს საბჭოს წევრებისათვის სოციალური მუშაობისა და „გეითქიფინგის" პოლიტიკის საკითხებზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)