აჭარა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მხარდაჭერა, მატერიალური და მორალური ზიანის აღდგენისთვის საჭირო სამართლიანი და ღირსეული გზების ძიება.
„ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევა სავარაუდოა, რომ სუსტ სამშენებლო რეგულირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას უკავშირდება. სისტემური პრობლემაა სამშენებლო სანებართვო პირობების შეთანხმებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულება“, აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
ფოტო: Batumelebi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)