თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს პუბლიკაციას ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალობის, სექსუალური თვითგამოხატვისა და რეპროდუქციული უფლებების აკრძალვას ხანგრძლივი ისტორია აქვს.
დღეს, საზოგადოებაში შემორჩენილია შშმ პირთა სექსუალური ცხოვრების შემზღუდავი შეხედულებები. ეს შეხედულებები შშმ პირებს და, განსაკუთრებით, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს აღიქვამს „მუდმივ ბავშვებად,“ რომელთაც არ აქვთ სექსუალური სურვილები.
ამ შეხედულებების შეცვლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი სამეცნიერო წყაროებში შშმ პირების სექსუალური და რეპროდუქციული უფლების შესახებ არსებული დასკვნების საჯარო განხილვაა“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)