en
ge

17 მაისი – ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე

თბილისი. ორგანიზაცია „იდენტობამ" 17 მაისს დაგეგმილი აქციის დეტალებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.  ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაცია მდუმარე აქცია-ფლეშმობს გამართავს, სადაც ცისარტყელის ფერებში ჩაცმული აქციის მონაწილეები საქართველოში ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებს გააპროტესეტებენ. 10 მაისს „იდენტობა" ჟურნალისტებისთვის ტრენინგსაც გამართავს, ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგის მიზანია „რეპორტიორებმა არ დაუშვან შეცდომები ლგბტ ადამიანების მოხსენიების დროს და შეურაცხმყოფელი ტერმინებით არ ისაუბრონ მათზე, როგორც ხშირად ხდება ქართულ მედიაში. ისინი ამ თემის გაშუქების სპეციფიკის შესახებ სხვა დეტალებსაც გაიგებენ".
პრესკონფერენცია, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" და პარტია „თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
წყარო:media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)