თბილისი. რონდელის ფონდის ინფორმაციით, ყარსის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ზუსტად 100 წელი გავიდა.
„საქართველოში ხელშეკრულება არცთუ იშვიათად გამხდარა განხილვისა და დისკუსიების თემა და ხშირად საქმე გვაქვს მიზანმიმართულ სპეკულაციებთან, რისი მიზანიცაა ანტითურქული და ანტიდასავლური განწყობების გაღვივება ქართულ საზოგადოებაში.
ერთ-ერთი ასეთი სპეკულაცია სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლას ეხება. მითის მიხედვით, ყარსის ხელშეკრულებას ხელმოწერიდან 100 წლის შემდეგ ვადა ეწურება, რის შემდეგაც ვითომცდა სათუო ხდება აჭარის საქართველოსათვის კუთვნილების თემა. სინამდვილეში, ხელშეკრულება არავითარი ვადით არ არის შეზღუდული. დღეს 100 წელი შესრულდა, თუმცა არც ვადა გასვლია და არც აჭარის კუთვნილების საკითხი დამდგარა“.
წყარო: www.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)