თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციიტ, უზენაესმა სასამართლომ ორგანიზაციას კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემის მიწოდებაზე უარი უთხრა.
„ჩვენ დავინტერესდით, ბოლო წლებში რამდენი ადამიანი დაექვემდებარა და რა ხანგრძლივობით კონტრდაზვერვითი მიზნებით ფარულ მოსმენებსა და მიყურადებას; როგორი იყო ამ მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უზენაესი სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ მექანიზმს, რათა უზენაესმა სასამართლომ გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)