თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 19 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტრომ მედიასთან განმარტება გააკეთა, რომლითაც ნამახვანჰესის პროექტზე საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანა შეცდომაში.
„ეკონომიკის სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ნამახვანი ჰესის ინვესტორი კომპანიის შერჩევის მიზნით ტენდერი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ჩატარდა, შესაბამისად პროექტზე ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ვერ იარსებებდა. ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული განცხადება ნამახვანის პროექტზე არსებულ საკანონმდებლო დარღვევების დაფარვისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი მცდელობაა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)