სამცხე-ჯავახეთი. 9-10 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. სემინარს ახალციხესა და ბორჯომში მოქმედი მედია საშუალებების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სემინარზე განიხილეს - პოლიტპატიმრების თემა, პირადი ცხოვრება და მედიის წინაშე არსებული გამოწვევები, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვეტოს დაძლევის პირველი პრეცენდენტი, კანონი ამნისტიის შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა.
სემინარს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ეროვნული პროგრამის კორდინატორი საქართველოში ეკატერინე ქრისტესაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" წარმომადგენელი ლია მუხაშავრია და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე უძღვებოდნენ.