თბილისი. ორგანიზაცია მწვანე ნაბიჯი - Green Step ახორციელებს პროექტს “WIN” და ამ პროექტში 50-ზე მეტი ქალის ჩართვას გეგმავს.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Polish Aid - „Polska Pomoc Rozwojowa 2021“-ის მიერ.
პროექტის მიზანია დაეხმაროს ქალებს სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობების გაღრმავებაში და საერთაშორისო ქსელში ჩართვაში.
სემინარების სერიის ძირითადი თემები იქნება:
- საქართველოში შრომის ბაზრის ტენდენციები;
- ბიზნესის დაფინანსების წყაროები და მათი მოძიების გზები;
- საკუთარი ბრენდის შექმნა;
- ეფექტური რეზიუმეს შედგენა და სხვა.
სემინარები უფასოა, ონლაინ რეჟიმში გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ქალს შეუძლია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მისწერეთ ორგანიზაციას მეილზე: greenstepngo@gmail.com ან ფეისბუქის გვერდზე Women Innovation Network - WIN in Georgia
რეგისტრაციის ბმული...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)