თბილისი. 26 ოქტომბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა ონლაინ დისკუსია თემაზე: „გალი - ორმაგი გამოტოვების ადგილი“.
„2021 წლის 12 სექტემბერს ცნობილი გახდა აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, დასრულდა გალის სკოლების აფხაზურ საგანმანათლებლო სისტემაში ასიმილაციისა და რუსიფიკაციის პროცესი, რომელიც წლების წინ წამოიწყო.
დისკუსიის მიზანი აღნიშნულ საკითხზე მრავალშრიანი ფიქრის და მსჯელობის სივრცის შექმნა იყო“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)