თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: პოლიტიკური პარტიების შემოწირულებები: სტატისტიკა და კორუფციის რისკების შემცველი შემთხვევები.
„2021 წლის 1 იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 23 227 322 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 71% - 16 585 660 ლარი „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, მეორე იყო პარტია „ლელო” 2 330 556 ლარით, ხოლო მესამე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2 212 912 ლარით.
მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)