თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF გამოდის ახალი ინიციატივით მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, 14-დან 17 წლამდე 1500-ზე მეტ მოზარდს საქართველოს საჯარო სკოლებიდან, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, ჩაერთონ ახალ ინიციატივაში, რომელსაც ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრთან“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად განახორციელებს.
„ინიციატივის მიზანია, აზარტული თამაშებზე დამოკიდებულების არიდება და მოზარდებისთვის ჯანსაღი გარემოს შეთავაზება პირისპირი ტრენინგების, საჯარო ღონისძიებების და სოციალური მედიის საშუალებით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)