en
ge

საერთშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

საერთშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

თბილისი. ეუთო/ოდირი და ევროპარლამენტი საქართველოს ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგებზე განცხადებას აქვეყნებს.

„მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ უწყვეტმა პოლარიზაციამ და ნეგატიური რიტორიკის გამწვავებამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. კამპანია კონკურენტული იყო და ხასიათდებოდა ეროვნულ საკითხებზე ფოკუსირებით, რამაც ადგილობრივი საკითხები დაჩრდილა. ზოგადად კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეეძლოთ, მაგრამ ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებები შენარჩუნდა. რესურსებს შორის მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა.

არჩევნების დღემ მთლიანობაში მშვიდად ჩაიარა და კარგად იყო ადმინისტრირებული. თუმცა საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისა და ორმხრივი პროვოკაციების ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, რომელთა მიხედვითაც საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრებები აიკრძალა, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების 29 პროცენტში, დროდადრო შეიმჩნეოდა ცალკეულ პირთა ჯგუფების დამაშინებელი ყოფნა უშუალოდ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე“...

სრულად...

წყარო: www.osce.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)