en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადება

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება. „საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას განუცხადა, რომ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე გახსნილია და დაკავებულია გელა ხვედელიძე, შს მინისტრის ახლა უკვე ყოფილი მოადგილე. მივესალმებით საქმის დროულად გახსნას და ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემას.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ წინა წლებში უკანანოდ ჩაწერილი ვიდეოარქივი ამჟამად დალუქულია და უახლოეს პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით განადგურდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის" ყოველთვის მოუწოდებდა შსს-ს, რომ გაანადგუროს არქივებში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიურად ჩავერთოთ პროცესში და, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი კონსულტაცია გავუწიოთ სამინისტროს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)