თბილისი. ევროკავშირის დახმარებით, თბილისში სოციალური და მწვანე მეწარმეობის მხარდამჭერი რეგიონული პლატფორმის კონფერენცია გაიმართა.
„შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და სომხეთში სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო ჩარჩოს და ამ სფეროს სამომავლო განვითარების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების მიმოხილვა იყო.
კონფერენცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში CENN და KRDF, ხოლო სომხეთში Green Lane NGO ახორციელებს“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)