იმერეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ახალ კვლევას: „ექსტრაქტივიზმი და ქალთა ეკომონიკური მონაწილეობა ტყიბულში“.
ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ ტყიბულელი ქალები სიღარიბის გამო სახლებს ტოვებენ და სამუშაოდ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მიემგზავრებიან, რის გამოც სოციალური ქსოვილი ირღვევა.
„სოციალური უპერსპექტივობის გარდა, ადგილობრივი ქალები, შესაძლოა, ოჯახში ძალადობის რისკის წინაშეც იდგნენ. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რადგან შახტაში მუშაობა ძირითადად კაცურ საქმიანობად აღიქმება და ტყიბულელი ქალები ძირითადად დიასახლისები არიან, ეს ყოფა თავისთავად მოიაზრებს სხვაზე ფინანსურად და ემოციურად დამოკიდებულებას, რაც მნიშვნელოვანწილად ამცირებს ძალადობისაგან თავის დაღწევის ალბათობას“.
ექსტრაქტივიზმი და ქალთა ეკომონიკური მონაწილეობა ტყიბულში...
კვლევა მომზადდა პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გარეოს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)