თბილისი. საქართველოს წითელი ჯვრის და საქართველოს ფოსტის კამპანია „შენი მარკის“ ფარგლებში, კიდევ ერთი სიახლე მომზადდა.
„აქსის თაუერსის და აგროჰაბის მხარდაჭერით, საქველმოქმედო ღონისძიება დავგეგმეთ, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად შეგეძლებათ შემოწირულობის გაღება, საჩუქრად კი ეროვნული გმირის - მარო მაყაშვილის გამოსახულებიან მარკას მიიღებთ.
კამპანიიდან მიღებული შემოწირულობა მოხმარდება შინმოვლის პროექტში ჩართულ ბენეფიციარების საჭიროებებს.
საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება 4-30 ნოემბრის ჩათვლით,12:00-19:00 საათამდე აქსის თაუერსის შენობის ფოიეში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)