თბილისი. რესტორან „ლა ტრუფეში" მომხდა ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ. „მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინციდენტი დროულად და ობიექტურად გამოიძიოს, დასაჯოს დამნაშავე პირები და უახლოეს პერიოდში აცნობოს საზოგადობას გამოძიების შედეგების შესახებ. საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, მოახდინა თუ არა შსს-მ ინციდენტში მონაწილე პირების ადგილზევე დაკითხვა და კანონით დადგენილი პროცედურების გატარება. ასევე, მიზანშეწონილი არ არის პოლიტიკოსების მხრიდან ინციდენტში მონაწილე პირების პოლიტპატიმრის სტატუსზე საუბარი, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების გარეშე. ვფიქრობთ, ამ ინციდენტის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა იქნება პრევენცია იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი მომავალში არ განმეორდეს”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში