თბილისი. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გამოეხმაურა ავტო–მოტომოყვარულთა 12 მაისის მანიფესტაციას, ასევე 28 აპრილს საპატრულო პოლიციის მიერ მოტოტრანსპორტის მფლობელთა დაჯარიმებებს. „საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. იმავე მუხლის შესაბამისად კანონით შეიძლება დაწესდეს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრასნპორტის სამოძრაო ადგილას იმართება", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიმუშავოს მოტოციკლეტის სანომრე ნიშანთან დაკავშირებით კონკრეტული აქტები, საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხით დაკავშირებული გაერთიანებების მონაწილეობით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში