en
ge

კოალიცია მოსამართლეთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება

კოალიცია მოსამართლეთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება

თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა ნაწილის საჯარო გამოხმაურება და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადებისგან გამიჯვნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენისათვის.

„4 ნოემბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში, ნაცვლად საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემისა, ადმინისტრაციული კომიტეტი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აქცენტით სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო აქტორებს სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს. ანცხადების პრობლემურობა ნათლად წარმოაჩინა იმანაც, რომ მომდევნო დღეებში მას რამდენიმე მოსამართლე საჯაროდ გაემიჯნა“.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს, ღიად და საჯაროდ ისაუბრონ სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე;

გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე დაიცვან მოსამართლეების ინტერესები, განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო, მათ წინააღმდეგ პირდაპირი ან ირიბი გზით სხვადასხვა სახის სადამსჯელო მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)