თბილისი. 10 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლევის „საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა.
„კვლევა ფარავს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის, ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებებს. კვლევის მიზანი იყო აღნიშნული მიმართულებებით წარმატებული ევროპული ქვეყნების მოდელების შესწავლა და მათი საჯარო მმართველობის სისტემების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)