თბილისი. საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს თხოვნით მიმართავენ, გამოიყენონ თავიანთი მანდატით განსაზღვრული შესაძლებლობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ად ჰოკ ვიზიტისა და პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.
„ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ მსგავსი მოპყრობა, მაშინ, როდესაც საზოგადოების სრული ყურადღება მიპყრობილია მისი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ, სერიოზულ კითხვებს აჩენს სხვა პატიმრების მიმართ მოპყრობასა და მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც.
ვფიქრობთ, საერთაშორისო ავტორიტეტული მონიტორინგის ორგანოს მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობის შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით“.
წყარო: tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)