თბილისი. 15-16 ნოემბერს, პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მასპინძლობს 2 დღიან სამუშაო შეხვედრას კონრად ადენაუერის ფონდის, პარტნიორებისა და რეგიონული ჰაბების მონაწილეობით.
დღეს, აუდიტორია განიხილავს პროექტის აქტივობებს, მდგრადობის სტრატეგიას, ჩვენს საზოგადოებაზე პროექტის გავლენის გაზომვისა და მონიტორინგის საშუალებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)