თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2021 წლის 25 ნოემბერს რუსეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს საზოგადოება „მემორიალის“ ლიკვიდაციის მოთხოვნის სარჩელს, რომელიც რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ წარადგინა.
ორგანიზაცია ტოტალიტარიზმს იკვლევს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს. IDFI-სა და საზოგადოება „მემორიალს“ თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ.
„საზოგადოება „მემორიალის” წინააღმდეგ მიმართული შეტევა აშკარა შურისძიების აქტია ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვანი ორგანიზაციის მიმართ და მიზნად ისახავს იმ მძლავრი ხმის ჩახშობას, რომელიც 30 წელზე მეტია, დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით და უმაღლესი ხარისხის კვლევის მეშვეობით ამხელს საბჭოთა კავშირის დანაშაულებრივ სისტემას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)