თბილისი. ტოლერანტობის და თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „თაობათაშორის ეპოქალური ცვლილებები, ღირებულებები და დამოკიდებულებები“.
„მოწვეული სტუმრები იყვნენ: ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
სტუმრებმა ისაუბრეს თაობათაშორის ტოლერანტულ დამოკიდებულებეზე, განსხვავებულ რწმენა-წარმოდგენებზე, ფასეულობებისა და ღირებულებების ცვლილებაზე. ასევე, ციფრულ ეკონომიკაზე, თაობათაშორის ბრძოლაზე და ინტერესთა კონფლიქტებზე“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)