თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN-ის მონიტორინგის მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის დამტკიცებაზე უარი ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გამყარებულ ნებას ევროპული, დემოკრატიული, კორუფციისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მქონე ქვეყნის მშენებლობის შესახებ.
„მოვუწოდებთ მთავრობას, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს მონიტორინგის ჯგუფთან, უზრუნველყოს საპილოტე ანგარიშის დამტკიცება და მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)