en
ge

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია

თბილისი. 11 მაისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რიგით მეორე მასშტაბურ ეროვნულ კონფერენცია. საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი პედაგოგი და მოწვეული სტუმარი გაეცნო სამოქალაქო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციებს, მიიღო ინფორმაცია ფორუმის წევრ მასწავლებელთა გამოცდილების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის შესახებ. კონფერენციის დასასრულს გაიმართა წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. სამოქალაქო განათლების ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი გადაეცა თერთმეტი რეგიონის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგს. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი დაფუძნდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)