გურია. სოფელ ლაითურის მოსახლეობას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და მწერალი ეკატერინე ტოგონიძე ესტუმრნენ.
„გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლიდან ადგილობრივმა ქალებმა ლაითურში პირველი საცხობი, კაფე და სოკოების საწარმო გახსნეს და სოფელს ახალი სიცოცხლე შესძინეს. ახლა მათ უკვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვთ და თემის საკეთილდღეოდ არაერთი ინიციატივის განხორციელებას აპირებენ. ინიციატივა განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში შვედეთის მთავრობის დაფინანსებით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)