სამეგრელო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში 11 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის მეორე ეტაპი – გასაუბრება ჩატარდა, რომელსაც საკონკურსო – საატესტაციო კომისიის წევრების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი დაესწრო.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და სპეციალისტები ატესტაციის მორიგ ეტაპს მაისის ბოლოს გაივლიან.
წალენჯიხაში, საჯარო მოხელეთა ატესტაციის პირველი ეტაპი 27 აპრილს ტესტირების ფორმატში ჩატარდა. საკონკურსო – საატესტაციო კომისიის 5 კაციან შემადგენლობაში გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, ორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის და ერთი ბიზნესსექტორის წარმომადგენელია.