თბილისი. ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, დაიწყო „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია“, რომელიც მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება.
„კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. საფარისთვის 2021 წლის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ძირითადი თემა იქნება სქესობრივი დანაშაულები: გამოწვევები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)