en
ge

საია დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე საუბრობს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გლდანის დაწესებულებაში მოინახულა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფი შვიდი პირი.  „პატიმრობაში მყოფი პირებიდან ოთხი აცხადებს, რომ ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვის დროს, პროკურორ შოთა რიჟამაძისა  და გამომძიებლების მხრიდან მათზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკითხვა იწყებოდა საღამოს საათებში და გრძელდებოდა ზოგჯერ 8 საათის განმავლობაშიც კი. პატიმრობაში მყოფი პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოდულის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ყოფნა, უშუალოდ დაკითხვის პროცესი მხოლოდ საათი ან საათნახევარი გრძელდებოდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის დაკითხვა მოწმის სტატუსით და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. პატიმრობაში მყოფმა პირებმა საქმეში მონაწილე პროკურორის შ. რიჟამაძის მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოს წინაშეც განაცხადეს და მისი საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა", – ნათქვამია საიას ინფორმაციაში. ისინი მიიჩნევენ, რომ დაპატიმრებულ პირებზე ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს. 
სრულად 
წყარო:gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)