თბილისი. გაეროს ქალთა ფონდის ინფორმაციით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობები შეუერთდნენ და თემატურ ღონისძიებებს მართავენ.
„მათ შორისაა საინფორმაციო შეხვედრები და მედიააქტივობები, რომლებიც ათობით მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, რომელიც კამპანიას უწევს კოორდინირებას, მისი ეფექტიანად განხორციელებისთვის დეტალური გზამკვლევიც შეიმუშავა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)