გურია. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლიდერთა სკოლის თანატოლგანმანათლებელმა თაზო ჯოჯუამ ორგანიზაციის პარტნიორი სკოლის მოსწავლეებისთვის სესია ჩაატარა.
„სესიაზე განიხილეს ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ მიკრო გრანტების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომიქსები „შეცვალე დამოკიდებულება“. იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის მონაწილეებმა იმსჯელეს კომიქსებში წარმოდგენილი ქალთა მიმართ ძალადობის ქესისების შესახებ, განიხილეს გამომწვევი მიზეზები და შედეგები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გენდერულ სტერეორიპებსა და მათ გავლენაზე პროფესიების არჩევის პროცესში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)