თბილისი. MAC Georgia-ს ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჰოლოზეუმში „შუქი მოვიდას“ ფოტოგამოფენა გაიმართება.
„პროექტი MAC Georgia-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივაა, რომლის მთავარი მიზანი მისი გმირებისა და მათი ისტორიებისათვის პლატფორმის შექმნაა. გმირები კი საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც გამორჩეული გულწრფელობით ყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე.
ისტორიებს ახლავს ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის მიერ გადაღებული ფოტოპორტრეტები, რაც „შუქი მოვიდას“ ისტორიებს განსაკუთრებულ სიცხადესა და პოეტურობას სძენენ“.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)